|
2026-04-16 11:01:09, 8228 ნახვა
საზოგადოება
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში ცხოვრობენ. მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და მათი განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)