04:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-26 16:21:08, 412 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო - აზერბაიჯანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

აზერბაიჯანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რომლებმაც ორგანიზაციაში აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა, პირები, რომლებმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წინააღმდეგ  ხმა მისცეს, “არასასურველ პირთა“ სიაში შეიყვანეს.

“ზემოხსენებული პირები აზერბაიჯანში თუ ჩამოვლენ PACE-ში ჩვენი დელეგაციის მანდატის აღდგენამდე, მათ უარს ეტყვიან ქვეყანაში შესვლაზე“,- აღნიშნავენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics