2024-08-25 11:14:40, 342 ნახვა
მსოფლიო
დაჯგუფება „ჰეზბოლა“ - ისრაელისთვის საპასუხო დარტყმის პირველი ფაზა სრული წარმატებით დასრულდა
ისრაელისთვის საპასუხო დარტყმის პირველი ფაზა სრული წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, პირველ ფაზაში ფოკუსირებული იყვნენ სამხედრო ობიექტებზე, რომელთა განადგურებაც ხელს შეუშლის ისრაელს, რომ მოიგერიოს მეორე ფაზაში დაგეგმილი თავდასხმები "სასურველ სამიზნეზე", თუმცა კონკრეტული სამიზნე არ დაუსახელებიათ.
„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა.
შეგახსენებთთ, ეს იერიში კი არის პასუხი 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფუად შუქრის მკვლელობაზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,