2024-08-25 11:06:35, 367 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი ედრიენ უოტსონი ამბობს, რომ ბაიდენის დავალებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები თავის ისრაელელ კოლეგებთან კომუნიკაციას აწარმოებენ.
"ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას და ვიმუშავებთ რეგიონში სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია თეთრი სახლის ინფორმაციაშ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,