|
2024-07-02 16:03:23, 345 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-2024-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
საქართველოს 5 რეგიონში, სპორტის 15-ზე მეტ სახეობაში სასკოლო ჩემპიონატები იმართება, რომელშიც მონაწილეობას 500-მდე სკოლის 12 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს. სასკოლო ლიგის მხარდამჭერი "საქართველოს ბანკის" sCoolApp-ია. მოტივირებული, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის "საქართველოს ბანკი" შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი სასკოლო ლიგასთან თანამშრომლობს, რითაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რათა მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარ თავში ახალი პოტენციალის აღმოჩენა. სასკოლო ლიგის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება მინი-ფეხბურთია, რომელშიც მონაწილეობა 88 სკოლამ მიიღო. ფინალურ რაუნდში ერთმანეთს თბილისის 94-ე საჯარო სკოლა და 207-ე სკოლა შეხვდნენ, სადაც 94-ე სკოლამ ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა. მესამე ადგილზე კი 52-ე სკოლა გავიდა, რომელმაც 149-ე სკოლას მოუგო. ამასთან, sCoolApp-ისა და School League-ის თანამშრომლობით და Hamaki-სთან კოლაბორაციით, იწყება youtube პროექტი - „კლასგარეშე ლიგა“, რომელშიც მონაწილეობას მინი ფეხბურთის ჩემპიონატის პლეიოფებში გასული გუნდები მიიღებენ და ერთმანეთს სხვადასხვა სახის სპორტულ და ინტელექტუალურ გამოწვევებში შეეჯიბრებიან. „საქართველოს ბანკი", როგორც სპორტის და ამ შემთხვევაში კი ფეხბურთის მთავარი ქომაგი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც დაეხმარება მათ, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი პოტენციალი. სასკოლო ლიგასთან ჩვენი პარტნიორობაც სწორედ ამ იდეას ემსახურება. გვინდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს მივცეთ მოტივაცია, არ გაჩერდნენ, მუდმივად ჰქონდეთ სწორება საკუთარი თავის განვითარებაზე. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. გვახარებს პროექტისადმი გამოვლენილი, მუდმივად მზარდი ინტერესი. წელს სასკოლო ლიგის შეჯიბრში მონაწილეობა 500-მდე სკოლის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, ამასთან, მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში 88 სკოლა მონაწილეობდა. ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე ცნობილია, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მათ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, ვიხილოთ პერსპექტიული, ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდები ”, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკისა" და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, პირველად სასკოლო ლიგაში გაიმართა კალათბურთის შეჯიბრი. შედეგად, სასკოლო ლიგის ფარგლებში შეხვედრები სპორტის 15-ზე მეტ სახეობაში ჩატარდა. "საქართველოს ბანკის" sCoolApp-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)