|
2016-02-15 17:42:20, 537 ნახვა
პოლიტიკა
დავით ჯალაღანია ბერძენ ბიზნესმენებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა ბერძნული გემთმფლობელი და სატრანსპორტო კომპანიების - „LPL Shipping S.A." და „Alcon Holding Inc." თანამფლობელებთან ჯორჯ კარასთან და პანაგოს ლემოსთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი. ბერძენი ბიზნესმენები საქართველოს ა.წ. 15-22 თებერვალს სტუმრობენ. ისინი გეგმავენ ბერძნულ-ქართული სანაოსნო-სატრასპორტო კომპანიის დაარსებას, შესაბამისი ოფისის გახსნას და ქართულ ბაზარზე აქტიურად შემოსვლას. მინისტრის მოადგილემ ბერძენ ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების. არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. დ. ჯალაღანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის „LPL Shipping S.A." ქართულ ბაზარზე შემოსვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს ქართულ-ბერძნული სამეწარმეო-საინვესტიციო ურთიერთობების თვისობრივ გააქტიურებას. ჯორჯ კარასი და პანაგოს ლემოსი შეხვედრებს ასევე გამართავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სს „საქართველოს რკინიგზაში", საქართველოს საპარტნიორო ფონდში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოში, ქ. ბათუმის მერიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე, ქართული პორტების მმართველ კომპანიებთან და სატრანსპორტო სააგენტოებთან.
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)