15:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 14:43:14, 367 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: სეირებში მონაწილეობას მე არ ვაპირებ

დღეს პარლამენტში, ე.წ. პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მივლენ, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დაესწრება.

შეხვედრაზე მისვლას არც ალეკო ელისაშვილი აპირებს. საკრებულოს დეპუტატი დღევანდელ სხდომას ეკა ბესელიას მიერ დანიშნულს უწოდებს. უმცირესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბესელიას სურს შეწყალების სკანდალური საქმე გადაიფაროს.

„მე პარლამენტისგან ველოდები, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ეს საკითხი დაისვას, რომ ამ საქმეს სამართლებრივი გაგრძელება მოყვეს. სეირებში მონაწილეობას მე არ ვაპირებ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics