2024-04-20 12:39:46, 396 ნახვა
მსოფლიო
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რუსეთის ფედერაციასთან დაახლოებულ ქვეყნებსაც ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის რაიმე აზრი აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებს.
შოლცმა აღნიშნულის შესახებ ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა და დაამატა, რომ "ეს ომი წლების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს".
მისივე განცხადებით, "ომი უკრაინაში შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს და ვლადიმერ პუტინი არ უნდა გაექცეს ამას. გერმანია გააგრძელებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მაგრამ ამავე დროს ყურადღება დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობაზეც უნდა გამახვილდეს".
ავტორი: ექსპრესნიუსი,