13:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 09:36:20, 589 ნახვა

საზოგადოება
ჰერჩინსკი - არასამთავრობო ორგანიზაციები EU-ისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტ როლს ასრულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სპეციალურ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ელჩი ვიდეომიმართვას არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

"დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ჩვენ მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას აღვნიშნავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები.

როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

მათი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდია მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება გაგონილი არ ყოფილიყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ, კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ასაშენებლად",- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics