12:22 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 23:17:57, 822 ნახვა

მსოფლიო
ორბანი ნავალნიზე - ვინც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველებს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს, რომელიც ოპოზიციამ 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატოში მიღების რატიფიცირებასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე მოითხოვეს, უნგრეთის პარლამენტში მმართველი პარტია „ფიდესის“ წევრები ფეხზე არ წამოდგნენ.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ „ვინც ქართველებს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ“.

„შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში პატივისცემას არ იმსახურებენ. მათ, ვინც ქართველებს რუსეთ-საქართველოს ომი დროს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ. მშვიდად განისვენოს“, - განაცხადა ორბანმა.

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა. რეგიონული სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი იყო.

მოგვიანებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის ნაჩვენებ სიკვდილის შესახებ სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ სიკვდილის მიზეზები ბუნებრივი იყო. ნავალნის ცხედარი 24 თებერვალს, მის დედას გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  €100 000-ს ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics