13:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-24 14:34:15, 689 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - პუტინმა ეს ომი დაიწყო, რომ ნატოს კარი დაეკეტა და უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება წაერთმია

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. უპირველესად, მინდა პატივი მივაგო ყველა იმ მამაც უკრაინელს, რომელიც სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპა ან დაიჭრა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეს ომი დაიწყო, რომ ნატოს კარი დაეკეტა და უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება წაერთმია.

"2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. უპირველესად, მინდა პატივი მივაგო ყველა იმ მამაც უკრაინელს, რომელიც სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპა ან დაიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, რომ ნატოს კარი დაეკეტა და წაერთმია უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება. მაგრამ მან საპირისპირო მიიღო. უკრაინა ახლა ნატოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე... უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვემზადებით ამ დღისთვის. ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics