14:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 09:08:19, 615 ნახვა

მსოფლიო
დანილოვი - ახლა ბევრ პოლიტიკოსს სურს, ზალუჟნის რეიტინგით ისარგებლოს - ეს ჩვენი პოლიტიკის კლასიკაა და მას ეს უნდა ესმოდეს

ახლა ბევრ პოლიტიკოსს სურს, ისარგებლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის რეიტინგით,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

როგორც დანილოვმა ნატალია მოსეჩუკთან ინტერვიუში აღნიშნა, ზალუჟნისთან "მის პოლიტიკურ ამბიციებზე" არასდროს უსაუბრია.

"ზალუჟნის ეყოლება ბევრი ადამიანი, ვისაც მის ორბიტაზე მოუნდება ყოფნა. ეს ჩვენი პოლიტიკის კლასიკაა. ვფიქრობ, ზალუჟნის ეს უნდა ესმოდეს და ეს არა მარტო მას, ნებისმიერი პოლიტიკური რეიტინგის მქონე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ამ მატარებელში ჩაჯდომის მსურველი ბევრია... მე ნამდვილად არასოდეს მილაპარაკია ვალერი ზალუჟნისთან ამ საკითხზე [პოლიტიკურ ამბიციებზე]. ყველა ჩვენი საუბარი ეხებოდა იმ კონკრეტულ საკითხებს, რომლებშიც ის უშუალოდ იყო ჩართული, როგორც მთავარსარდალი",- აცხადებს დანილოვი.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზალუჟნი პოსტზე ალექსანდრ სირსკიმ შეცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics