14:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 22:25:43, 636 ნახვა

მსოფლიო
​აშშ-მა გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხება, ვეტო კიდევ ერთხელ დაადო

აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს,რომელიც ისრაელსა და „ჰამასს “შორის ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა ალჟირის მიერ შემუშავებულ პროექტს, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა.

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ აშშ ვეტოს დაადებს რეზოლუციის პროექტს, რადგან ის საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ეგვიპტეს, ისრაელსა და კატარს შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ომის შეჩერებას და მძევლების გათავისუფლებას ისახავს.

„ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ეს საბჭო ახლა მიმართავს, უნდა დაეხმაროს და არ უნდა შეაფერხოს ეს მგრძნობიარე მოლაპარაკებები. ჩვენ გვჯერა, რომ არსებული რეზოლუცია ფაქტობრივად, უარყოფითად იმოქმედებს ამ მოლაპარაკებებზე. დაუყოვნებლივ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა შეთანხმების გარეშე, რომელიც მოითხოვს „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას, არ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას. სამაგიეროდ, შეიძლება, გაახანგრძლივოს ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics