15:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 20:56:51, 626 ნახვა

მსოფლიო
ნავალნის პრესმდივანი - პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეების ცნობით, პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიში აღნიშნავს, ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს გამომძიებლებმა განუცხადეს, რომ პოლიტიკოსის ცხედარს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ, ვიდრე ექსპერტიზა გრძელდება.

ამასთან ერთად, ოჯახის წევრებს ნავალნის ცხედრის ნახვის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ.

„გამომძიებლებმა უთხრეს ალექსეის ადვოკატებსა და დედას, რომ ცხედარს არ გადასცემენ. მას კიდევ 14 დღის განმავლობაში რაღაც „ქიმიური ექსპერტიზა“ უნდა ჩაუტარონ“, - განაცხადა ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics