15:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 14:07:17, 662 ნახვა

მსოფლიო
ნავალნის პრესმდივანი - ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვეს. ამის შესახებ ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიშა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

მისი თქმით, მორგის თანამშრომლები არ პასუხობენ კითხვას, სად არის ნავალნის ცხედარი.

"ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში დილით ადრე მივიდნენ. ისინი არ შეუშვეს. ერთ-ერთი ადვოკატი ფაქტიურად გააძევეს, მაშინ როდესაც მორგის თანამშრომლებს ჰკითხეს, იყო თუ არა ნავალნის ცხედარი იქ. თანამშრომლებმა კითხვებს არ უპასუხეს", - წერს კირა იარმიშა.

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics