|
2024-01-15 15:56:30, 751 ნახვა
საზოგადოება
რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ ზამთრის საბურავი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
პირველი იანვრიდან ავტომფლობელებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ზამთრის სეზონზე, სავალდებულო ხდება შესაბამისი საბურავების მქონე ავტომობილით გადაადგილება. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს და არ გამოიყენებს ე.წ. ზამთრის საბურავებს, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების რაოდენობაც შეუმცირდება. რატომ არის მნიშვნელოვანი ზამთარში შესაბამისი საბურავით გადაადგილება და როგორ შევარჩიოთ სწორად, რეგულაციებთან შესაბამისობაში, ზამთრის საბურავი? გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი, ნიკა მამუკაშვილი. ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „საბურავების სეზონურობა დგინდება და კლასიფიცირდება საბურავების მწარმოებლის რეკომენდაციებით. ზამთრის საბურავის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ გვერდითა კედელზე დატანილი იყოს მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. ზოგიერთ საბურავს გვერდითა კედელზე მითითებული აქვს M+S აბრევიატურა. სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ ეს განსაზღვრავს საბურავების სეზონურობას და შესაძლებელია მისი ყველა სეზონზე და ყველანაირ გზის საფარზე გამოყენება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. M+S აბრევიატურა არ განსაზღვრავს საბურავის სეზონურობას, მიუხედავად იმისა, რომ იშიფრება, როგორც ტალახი+თოვლი. ეს აბრევიატურა შეიძლება, ეწეროს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრისა და ყველა სეზონის ტიპის საბურავს. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პროტექტორის სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასევე საბურავზე უნდა იკითხებოდეს დამზადების თარიღი, ხოლო დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელზე მეტი“. ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამით გამოიხატება მისი ეკონომიურობა. ნიკა მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „სხვადასხვა სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის სეზონურად ცვლა, პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეიცვალოს საბურავები. უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ფაქტორი არის ტემპერატურის კლება. როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ არასეზონური საბურავები ზამთრის საბურავებით ჩაანაცვლოთ. იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ზამთარში მოძრაობის დროს უსაფრთხოება, ზამთრის საბურავის გამოყენებასთან ერთად, უმჯობესია, ზამთარსა და თოვლიან გზის საფარს მოვარგოთ ავტომობილის მართვის სტილიც - ვიმოძრაოთ ფრთხილად, გავზარდოთ დისტანცია სხვა ავტომობილთან და მოვერიდოთ მკვეთრ მანევრსა და დამუხრუჭებას“. უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზამთრისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ხელსაყრელი შეთავაზებები მოქმედებს.
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)