10:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 11:37:49, 822 ნახვა

მსოფლიო
მიჩიგანის სასამართლომ უარი თქვა საჩივრის განხილვაზე, რომელიც საპრეზიდენტო პრაიმერიზიდან ტრამპის დისკვალიფიკაციას გულისხმობდა

მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ამომრჩევლების საჩივრის განხილვაზე, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო პრაიმერიზიდან დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაციას გულისხმობდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპი შეძლებს 2024 წლის 27 თებერვალს აღნიშნულ შტატში "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობის მიღებას.

მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარ სოციალურ ქსელში, truth social-ში გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო პრაიმერიზიდან დისკვალიფიკაციის მიზანი არჩევნების გაყალბება იყო.

"მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ მკაცრად და სამართლიანად უარყო სასოწარკვეთილი "დემოკრატების" მცდელობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი, მე, მიჩიგანის დიდ შტატში ამოეღოთ კენჭისყრიდან",- დაწერა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მიჩიგანის ამომრჩევლებმა საჩივარი აშშ-ის კონსტიტუციის საფუძველზე შეიტანეს. სარჩელში 2021 წლის კაპიტოლიუმის შტურმში დონალდ ტრამპის როლზეა საუბარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics