|
2023-12-18 11:27:34, 543 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - ჯარის პოპულარიზაციის ყველა პროგრამას ძალიან დიდი ეფექტი და შედეგი აქვს
ჯარის პოპულარიზაციის ყველა პროგრამას ძალიან დიდი ეფექტი და შედეგი აქვს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2023 წელს ჯარის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, „ჯარის ბანაკსა“ და „ჩვენ ჯარზე“ საუბრისას განაცხადა. ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლება ინსტიტუციის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. „ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ პროექტი „ჯარის ბანაკი“, ფაქტიურად პირველი წელი იყო, როდესაც საზაფხულო ბანაკები გვქონდა, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ეს პროექტი ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, ვინც მომავალში უნდა გახდნენ ჯარისკაცები, დაინტერესდნენ ქართული ჯარით, ჯარში მსახურებით. პარალელურად, იმ პირობების პოპულარიზაციას ვეწევით, რაც შევქმენით. შევდივართ სკოლებში, ვხვდებით სტუდენტებს, და იმ მოქნილობით, რაც გავაკეთეთ, სტუდენტებს მივეცით საშუალება, სწავლის პარალელურად, წელიწადში ერთი თვე იმსახურონ და გაიარონ ჯარი”,- განაცხადა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, მსგავსი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)