08:06 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 14:07:47, 844 ნახვა

საზოგადოება
დეპარტამენტი - გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები გამკაცრდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებზე - სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი დოკუმენტის გარეშე ხე-ტყის დამზადებაზე, დაცული ტერიტორიების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა/დაზიანებაზე, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება-განადგურებაზე; ასევე - სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობაზე; პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის მოთხოვნების დარღვევაზე; ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტებაზე.

„კოდექსს დაემატა ახალი მუხლები, რომლებითაც დადგინდა პასუხისმგებლობა და მკაცრი სანქციები დაწესდა უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის, ასევე ასეთი თევზჭერისგან მიღებული პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის 01 დეკემბერს შევიდა ძალაში, დეტალურად იხილეთ შემდეგ ბმულზე - https://des.gov.ge/Ge/Files/ViewFile/4051“, - აღიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics