|
2023-12-05 12:02:31, 854 ნახვა
საზოგადოება
Первый отдел - საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება
საქართველოში გაუჩინარებული აქტივისტი რაფაილ შეპელევი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა პროექტი Первый отдел-ი Telegram-ზე ავრცელებს. Первый отдел-ის უფლებადამცველების განცხადებით, შეპელევი ნიჟნი-ტაგილში გასულ კვირას აღმოჩნდა, ბრალი კი ტერორიზმში ედება. „შეპელევი რუსი ძალოვანების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში გაიტყუეს, იქ დააკავეს, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, რომლის დროსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და ნიჟნი-ტაგილის წინასაწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ეტაპირება თითქმის თვე-ნახევარი გაგრძელდა მინვოდიდან ვოლგოგრადში, სარატოვში, კაზანში, იჟევსკში, პერმში და ეკატერინბურგში. შეპელევი ნიჟნი-ტაგილში გასულ კვირას აღმოჩნდა. შეპელევს ბრალად სდებენ „ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილი) რაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებეს და „ტერორიზმის გამართლებას“ (205.2 მუხლის მე-2 ნაწილი). რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი) რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" აქტივისტის, რაფაილ შეპელევის გაუჩინარების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია რუსულმა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება - Первый отдел-მა გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით, შეპელევი 12 ოქტომბერს, თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. Первый отдел-ის ცნობით, გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს აქტივისტი ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლების შემდეგ, შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ამასთან, 9 ნოემბერს, შეპელევის შესაძლო გაუჩინარების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც „თავისუფლების უკანონო აღკვეთას“ გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, აქტივისტი გორში, იქიდან კი, ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა, "საოკუპაციო ხაზი საკუთარი ნებით გადაკვეთა და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ გაემართა".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)