|
2023-12-05 11:32:29, 543 ნახვა
საზოგადოება
სამგორში, მოსწავლეების მიერ შექმნილი მაკეტის მიხედვით, ახალი სკვერი მოეწყო
სამგორის რაიონის გამგეობამ, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით, ვარკეთილის მესამე მასივში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სკვერი 3 500 კვ.მ-ზე, მესამე მასივი, მეათე კვარტალი, კორპუსი N23-ის მიმდებარედ არის განთავსებული. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო. „აღსანიშნავია, რომ სკვერის მაკეტი მოზარდებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შედეგად გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო ბეტონის საფეხმავლო ბილიკები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი განთავსდა და მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცე. ახლად მოწყობილი სკვერი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)