|
2023-12-02 15:16:11, 739 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ახალციხეში შეხვედრა გამართეს
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ახალციხის მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ღონისძიებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)