|
2023-12-02 10:13:37, 567 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათაერთიანმა საკოორდინაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მიმდინარე პროგრამებიდა სამომავლო გეგმები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. "თამილა ბარკალაიამ, საბჭოს მნიშვნელობასა და შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ, თუ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა. შეხვედრაზე, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტი სუფროსმა, თამარ კურტანიძემ, საქართველოში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ალტერნატიული სერვისების განვითარებაზე წარადგინა პრეზენტაცია. შემაჯამებელ შეხვედრაზე, პრეზენტაციები წარადგინეს საბჭოში შემავალი დეინსტიტუციონალიზაციის, სოციალური სერვისების განვითარებისა და შესაძლებლობის შეზღუდვი სსტატუსის განსაზღვრის კომიტეტების წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებმა, შშმ პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს და სამომავლოვგეგმებიც განიხილეს. შეხვედრას საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შშმ თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება, ჩეხეთის რესპუბლიკის, კარიტასისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)