|
2023-12-01 14:47:04, 766 ნახვა
საზოგადოება
ქადაგიძე - ვერ მივიღებ მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში კორუფციაა
ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვერანაირად ვერ მივიღებ ვერავისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აცხადებს. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ქართული მართლმსაჯულება კორუფციისგან სრულად დაცლილია. "სასამართლოში შემოსვლა არ არის მარტივი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება და იმ სტანდარტების შესაბამისობის დადგენა, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. აქედან გამომდინარე, ყველა გასაუბრება, ბოლო პერიოდში, ჩატარდა ღიად და საჯაროდ და თქვენ თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და სასამართლო სისტემაში არ იქნა დაშვებული, მაშინ თქვენს წინაშე და საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს",- ამბობს ქადაგიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)