|
2023-11-30 21:22:46, 707 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებითა და ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მაჩვენებელის გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული პერიოდულობით, ხორციელდება საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა წინასწარი ინფორმირება შესაბამისი დავალიანების არსებობის შესახებ. უწყების ცნობით, ამ პროცესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის, 30 ნოემბერს, გადასახადის გადამხდელთა (დირექტორის, მეწარმის ან შესაბამის უფლებამოსილ პირთან) მიმართ, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის საერთო ბაზაში რეგისტრირებულ მობილურ სატელეფონო ნომრებზე, საინფორმაციო ხასიათის, მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების გაგზავნა. „შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თუ მიიღეთ მსგავსი შეტყობინება და თქვენ აღარ ხართ საწარმოს/ორგანიზაციის დირექტორი ან/და უფლებამოსილი პირი და გეცნობათ ყოფილი სამსახურის საგადასახადო დავალიანების შესახებ ან/და თუ თქვენ ამჟამად ფლობთ წინა პერიოდში, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მობილურ სატელეფონო ნომერს, რომელზეც მიიღეთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ, განახორციელოთ აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე ახალი მფლობელის ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდის გამოყენებით ან დაზუსტების/ცვლილების მიზნით, დაუკავშირდეთ ყოფილი სამსახურის წარმომადგენლებს (რათა მათ თავად განახორციელონ სათანადო ცვლილება) ან მიმართოთ საქართველოს მასშტაბით არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის-ცენტრებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, რათა უკეთ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება თუ რა სახის პროგრამული უზრუნველყოფის ოპერაცია განხორციელდა, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი. პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს შპს-ს დირექტორის/უფლებამოსილი პირის მიერ, მითითებულ მობილურ სატელეფონო ნომერზე (SMS) შეტყობინების გაგზავნას, რომ შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს (პ/ნ და ს/ნ მითითებით) 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი, პირადი აღრიცხვის ბარათზე და მიეთითება შემოსავლების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია ბმულების სახით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმულები: ინსტრუქცია დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით:
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)