|
2023-11-29 16:08:35, 836 ნახვა
მსოფლიო
TASS - კრემლს სურს, რომ ქვეყანაში შესვლისას უცხოელებმა ხელი „ლოიალურობის შეთანხმებას“ მოაწერონ
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში შესვლისას უცხოელებს "ლოიალურობის შეთანხმებაზე" ხელის მოწერას დაავალდებულებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. TASS-ის ცნობით, კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს რუსული პოლიტიკის "დისკრედიტაცია", საბჭოთა ხალხის წვლილის "დამახინჯება" ფაშიზმზე გამარჯვებაში და "ტრადიციული ღირებულებების" უარყოფა ეკრძალებათ. "როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, უცხოელს, რომელიც შემოდის ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში, ეკრძალება: ჩაერიოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების საქმიანობაში და მოახდინოს მისი დისკრედიტაცია ნებისმიერი ფორმით; დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ მიგრანტებს ეკრძალებათ ინფორმაციის თავისუფლების უფლების ბოროტად გამოყენება, მათ შორის ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი მორალური და სხვა ფასეულობების დაკნინებას ან უარყოფას, როგორიცაა: ოჯახი, დედობა, მამობა, ბავშვობა და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა; უცხოელებს ასევე ეკრძალებათ ისტორიული სიმართლის დამახინჯება საბჭოთა ხალხის ბედის შესახებ სამშობლოს დაცვაში და მისი წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში", - წერს TASS-ი. გარდა ამისა, უცხოელებს ასევე ეკრძალებათ კანონების მიღების ან გაუქმების წახალისება, ბუნებრივი რესურსებისადმი დაუდევრად მოპყრობა და კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა. აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოელებს მოეთხოვებათ, არ გამოიჩინონ "უპატივცემულობა რუსეთის მოსახლეობის რეგიონული და ეთნოკულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების, ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების მიმართ". გამოცემის ცნობითვე, ჯერჯერობით უცნობია, როდის დარეგისტრირდება კანონპროექტი რუსეთის დუმაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)