|
2023-11-29 16:00:49, 606 ნახვა
მსოფლიო
პისტორიუსი - აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება
ამერიკის შეერთებული შტატების მომდევნო პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს. როგორც პისტორიუსმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, თუ შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელახლა აირჩევენ, "ბევრად უკეთესი" იქნება. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ბაიდენის დროსაც კი, "განჭვრეტადია, აშშ ყურადღებას უფრო მეტად ინდო-წყნარი ოკეანისკენ გადაიტანს". "თუ ამას გააკეთებენ, ევროპაში ჩართულობის იმავე დონის შენარჩუნებას, ალბათ, ვერ შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს ნატოს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ",- აცხადებს პისტორიუსი. მისივე თქმით, ევროპელებმა შეიარაღებაში თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროპელებს შორის შეიარაღების სფეროში თანამშრომლობა ორიენტირებული თავსებადი სისტემების შექმნაზე უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)