|
2023-11-29 15:19:40, 540 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - საქართველო მზად არის, შეუერთდეს გლობალურ მოძრაობას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ
ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნული სტრატეგიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვასთან დაკავშირებული მიღწევები, გამოწვევები და ამ მიმართულებით ეფექტიანობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგია მულტისექტორულ ფორმატში, სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. როგორც თამარ გაბუნიამ, შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო მზად არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ გლობალურ მოძრაობას შეუერთდეს. ღონისძიებას საქართველოში ჯანმო-ს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)