22:00 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 13:26:08, 681 ნახვა

მსოფლიო
AFP - „ჰამასი“ მზადაა, ისრაელთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 4 დღით გაახანგრძლივოს

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ მზადაა, ისრაელთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 4 დღით გაახანგრძლივოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Agence France Presse ავრცელებს.

AFP-ის ცნობით, „ჰამასმა“ ინიციატივის შესახებ შუამავლებს უკვე აცნობა და აღნიშნა, რომ ზავის გახანგრძლივების შემთხვევაში, მათ ისრაელელი ტყვეების გათავისუფლება შეეძლებათ.

„ჰამასმა“ შუამავლებს აცნობა, რომ იგი მზადაა, ზავი კიდევ 4 დღით გააგრძელოს, რათა არსებული ზავის პირობების მიხედვით, ისრაელის მიერ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება გაგრძელდეს", - წერს AFP.

გამოცემის ცნობითვე, არსებული შეთანხმების თანახმად, ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელელი ბავშვები და ასევე ის ქალები უნდა გაათავისუფლოს, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებში არ მსახურობდნენ.

როგორც გამოცემა წერს, ღაზაში ამ დროისთვის, მძევლად 9 ბავშვი რჩება, რომელთა შორის  ყველაზე პატარა 10 თვისაა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics