|
2023-11-29 10:36:48, 528 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ეჯაილ ტრანსფორმაციის გუნდი Agile Prague-ის კონფერენციას დაესწრო
Agile Prague ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენციაა, რომელიც უკვე 16 წელია ტარდება. „თიბისიდან“ კონფერენციას 23 ადამიანი დაესწრო, მიზანი ერთმანეთისთვის წარმატების ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება, ცოდნის მიღება, აზრების გაცვლა და ახალი იდეების ჩამოტანაა. „თიბისიმ“ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. სწორედ ამ გეგმისკენ მიმავალი გზის ნაწილია კონფერენციები, რომლებსაც Agile ექსპერტიზის ცენტრის გუნდი ეტაპობრივად ესწრება. „ჩვენი გუნდი მსგავს ღონისძიებებს აქამდეც დასწრებია, თუმცა, ამჯერად Agile Prague-ზე პრაქტიკულად მთელი შემადგენლობით ვიმყოფებოდით. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა - იყო სხვადასხვა ვორქშოფი, სემინარი, Agile-თან დაკავშირებული აქტივობები და სხვა. ჩვენ ყველაფერში აქტიურად ვიყავით ჩართულნი და მაქსიმალურად ვცდილობდით კოლეგების გაცნობასა და მათთან აზრების გაცვლას“, - განაცხადა კონსტანტინე კევლიშვილმა, „თიბისის“ Agile ქოუჩმა. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის. „თიბისის“ გუნდის წევრები Agile Prague-ზე სხვა ორგანიზაციების ქეისებს გაეცნენ და სწორი მიმართულებით განვითარება გააგრძელეს, რაც წინსვლისთვის გადამწყვეტია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)