22:00 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 23:17:08, 683 ნახვა

მსოფლიო
BBC - ინდოეთში, ჩამონგრეულ გვირაბში მყოფი ყველა მუშა 17-დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გამოიყვანეს

ინდოეთში 17-დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენილი ყველა მუშა გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC უტარაკჰანდის შტატის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გვირაბში ჩარჩენილი 41 მუშა 90-სანტიმეტრიანი დიამეტრის მილის საშუალებით გამოიყვანეს.

17 დღის განმავლობაში მუშებს გვირაბში ჟანგბადს, სასმელსა და საკვებს წვრილი მილის საშუალებით აწვდიდნენ.

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უტარაკჰანდის შტატში 4,5-კილომეტრის სიგრძის მშენებარე გვირაბი 12 ნოემბერს ჩამოიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics