|
2023-11-28 14:26:27, 517 ნახვა
საზოგადოება
სილვიუ დომენტე - 1 წლის შემდეგ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ DRG რეფორმა წარმატებულია, მისი მიღწევები კი შთამბეჭდავი
1 წლის შემდეგ, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები - საკმაოდ შთამბეჭდავი, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა. სილვიუ დომენტეს თქმით, მისი იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა. მისივე განმარტებით, რეფორმამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. „მიგვაჩნია, რომ საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების (DRG) სისტემის იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა. რეფორმა მნიშვნელოვანია, მასშტაბის გამო, რადგანაც მისი იმპლემენტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა. ასევე, მნიშვნელოვანია მისი გავლენა - რადგან, მან შემოიტანა ბევრად მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა, ჰოსპიტალური სექტორის რესურსების გამოყენებაში. რეფორმამ, ასევე, გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რადგან DRG-ს იმპლემენტაციამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები, შესაბამისად, გაუმჯობესდა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. სისტემის იმპლემენტაცია, ასევე, შესაძლებელი გახდა მთავრობის, ოფიციალური პირების მაღალი ნების შედეგად, რომლებიც იღებდნენ ძალიან გაბედულ, პროფესიონალურ და დროულ გადაწყვეტილებებს. დღეს, რეფორმის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები - საკმაოდ შთამბეჭდავი. რეფორმა ამით არ სრულდება. რადგანაც ნებისმიერ DRG სისტემას ესაჭიროება უწყვეტი მონიტორინგი, შემოწმება-დარეგულირება და გაუმჯობესება. ამრიგად, გვაქვს მოლოდინი, რომ DRG დაფინანსების სისტემაში, ახალი სერვისები შევა. ასევე, როგორც გადახდის ალტერნატიულ მექანიზმი, დაინერგება სპეციფიკური სერვისებისთვის“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, DRG მოდელის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები. ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხელს უწყობდნენ საქართველოს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ჯანდაცვის უწყებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების დიალოგის პროცესში. სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი, საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. დაწყებიდან, 1 წლის შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, სამჯერ 27%-დან 10%-მდე შემცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)