|
2023-11-27 12:39:05, 537 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად, საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. "რუხის საუნივერსიტეტო მრავალპროფილური კლინიკა 15 სექტემბერს გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებაში ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები ამოქმედდა. დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური, ადგილობრივი და სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები. 2 თვის განმავლობაში, საავადმყოფომ უკვე 2000-ზე მეტ პაციენტს გაუწია სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ. კლინიკა, ამ ეტაპზე, 140 საწოლზეა გათვლილი. პაციენტებს როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღება შეუძლიათ. ასევე, ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილება. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე - თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)