13:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-26 13:54:06, 780 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო, პარტნიორ უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა

ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.  

"პირველი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გახსნა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი პრევენცია. ასევე - საზოგადოებისთვის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების გაცნობა. 

შეხვედრაზე, მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ. 

ღონისძიებაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ „ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ“ პრეზენტაცია გამართა.

კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები  ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან ჩატარდება",- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics