13:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-26 11:13:35, 730 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და იტალიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოში ვიზიტით იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების გამართვა წარმოადგენს.

"თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ იტალიელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებების 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები აქტიურად თანამშრომლობენ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მიმართულებით, ასევე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ავიაციის საკითხებზე. კონსულტაციების ფარგლებში საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებსაც",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics