|
2023-11-25 18:41:55, 1001 ნახვა
საზოგადოება
„დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება“ - პარლამენტთან ბავშვთა ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
"დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება" - ამ სახელწოდებით პარლამენტთან "ქალთა მოძრაობა", "საფარი" და აზერბაიჯანული თემის აქტივისტები ბავშვთა ქორწინების აკრძალვის მოთხოვნით აქციას მართავენ. როგორც "საფარის" დირექტორი, ბაია პატარაია აღნიშნავს, ადრეულ ასაკში ქორწინება გახშირებულია და მას ხელისუფლება ვერ უმკლავდება. "კანონმდებლობითაც ბავშვთა ქორწინება არ იკრძალება. მართალია, საქორწინო ასაკი 18 წელია, მაგრამ თუ 18 წლამდე ეს ხორციელდება, მაშინ ის დასჯადი არ არის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კანონმდებლობით და რაც მთავარია პრაქტიკითაც, ბავშვების ნიშნობა და ბავშვების ქორწინება ჩაითვალოს ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და უფრო მეტი მექანიზმი ჰქონდეს პოლიციას, რომ ჩაერთოს და თავიდან აიცილოს, პრევენცია მოახდინოს ადრეული ქორწინებების", - განაცხადა ბაია პატარაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)