|
2023-11-24 17:54:42, 684 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის“ ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდეორგოლი პასუხობს ბანკის ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს - ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება”, - აცხადებს #ჩვენიანის შესახებ საუბრისას „ლიბერთის“ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია. თორნიკე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ლიბერთი აქტიურად განვითარდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გაძლიერდა მიკრო და საშუალო ბიზნესი და ახლა კი ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებს საცალო ბიზნესიც შეემატა. „ლიბერთის რითეილის ახალ გუნდში შემოგვიერთდა ძალიან ბევრი და ძლიერი პროფესიონალი. შეიქმნა ახალი პროდუქტები და ისეთი შეთავაზებები, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მონაცემების გათვალისწინებითაა შექმნილი და შეთავაზების პერსონალიზაციაზეა ორიენტირებული. დავნერგეთ ახალი სამოტივაციო სისტემები, შემოვიღეთ ახალი სტრუქტურული ერთეულები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო ეფექტურად მოვემსახურებით."- აცხადებს თორნიკე კორძაია. მისი თქმით, #ჩვენიანი არის ერთგვარი ფილოსოფია და დაპირება, რომელსაც ლიბერთი თავისი მომხმარებლებისთვის შეასრულებს. „ლიბერთის“ საკომუნიკაციო პლატფორმის მთავარი გმირები ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები არიან. კამპანია, კონკრეტული საბანკო პროდუქტების ჭრილში, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)