|
2023-11-24 16:54:45, 645 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ლატვიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტები, საქართველოში, DRG მოდელს წარმატებულად აფასებენ
საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი პარტნიორები აფასებენ. მათი თქმით, სისტემის დანერგვიდან 1 წლის თავზე, ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. როგორც ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უფროსი ექსპერტი კრისტინე პუტნინა ამბობს, საქართველომ, ამ მიმართულებით, ამოქმედებიდან 1-წლისთავზე დიდ პროგრესს მიაღწია. „გაოცებული დავრჩი, თქვენ მიერ მიღწეული პროგრესით. რადგანაც, ამ ერთი წლის განმავლობაში, თქვენ ნამდვილად იმაზე მეტს მიაღწიეთ ზოგიერთი მიმართულებით, ვიდრე ჩვენ - 10 წლის განმავლობაში. ეს შესანიშნავია. თქვენ, ნამდვილად სიღრმისეულად და სწორად მოქმედებთ“,- აცხადებს კრისტინე პუტნინა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, DRG სისტემის შემუშავებისა და დანერგვისას, მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოში არსებული მოდელი სწორედ ლატვიის მაგალითის მიხედვით შეიქმნა. DRG სისტემის დაგეგმვისა და ამოქმედების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის ექსპერტი კრისტინა კაჰურიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში DRG რეფორმის მომზადება, რაც ქვეყანამ ძალიან კარგად გააკეთა. „ვფიქრობ, არის ბევრი მიღწევა, რითაც ქვეყანას შეუძლია, იამაყოს: დაწყებული პაციენტების მხრიდან თანაგადახდის შემცირებით, იმიტომ რომ ის მართლაც შემცირდა. მეორე საკითხია, პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. DRG-ს იმპლემენტაცია არ არის მხოლოდ ერთჯერადი ქმედება - ის საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, რათა იცოდეთ, სად არის სირთულე და რისი დახვეწაა საჭირო“,- ამბობს კრისტინა კაჰური. სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი, საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. რეფორმის დაწყებიდან, 1 წლის შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, სამჯერ, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)