16:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 14:39:30, 508 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მუხიანში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია იწყება

​მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნულ სკვერს ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია შეემატება, რომლითაც რეკრეაციული სივრცე საგრძნობლად გაიზრდება.

„მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერი გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სრულად განაახლა. ჩვენ ამ მიმართულებით არ ვჩერდებით. კერძოდ, მუხიანში IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, შადრევანი, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics