17:20 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 23:42:16, 977 ნახვა

საზოგადოება
„გამომყევი აჭარაში“ კამპანიამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა

"გამომყევი აჭარაში" კამპანიამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა კამპანიის მთავარი პრიზების გამარჯვებულები ბათუმში დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი ადგილი ქუთაისელმა ქუჩის ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა მოიპოვა. ორი თვის განმავლობაში მის მიერ აჭარაში მოგზაურობაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 32, 722, 801 წვდომა (reach) შეადგინა.

მეორე ადგილი ინფლუენსერმა სალი წვერავამ დაიკავა. 

მესამე ადგილზე ტიკტოკ ინფლუენსერი ნათია კახიძე გავიდა. გამარჯვება ასევე მოიპოვეს მოგზაურ-ინფლუენსერებმა ტიტე მიქაძემ, ზურა გელაშვილმა და ფუდბლოგერმა ანა მითაიშვილმა.  

"ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში" წელს პირველად განახორციელა. კამპანია 15 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. კამპანიაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები  იმ  ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს. კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებას ინფლუენსერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics