19:56 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:13:53, 617 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - საქართველოში ყველა სახლს მისამართი ექნება - ახლად შექმნილი მისამართების რაოდენობამ 354 927 შეადგინა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში „დამისამართებული საქართველოს" რეფორმის შესახებ ისაუბრა.

ბრეგაძის თქმით, ერთი წლის განმავლობაში 354 927 მისამართი შეიქმნა.

„ჩვენ დავიწყეთ სისტემური დამისამართების პროექტი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სოფლების 80% იყო დაუმისამართებელი. ეს არის 30 წლის პრობლემა, მათ შორის, საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო. ყველა სახლს არ ჰქონდა მისამართი, ხოლო დღეის მდგომარეობით, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში, შეიქმნა 354 927 მისამართი. ალბათ, ყველანი ვხვდებით, რა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან, რომ ამდენი ახალი მისამართი გაჩენილიყო. ამ პროექტის დასრულების შემდგომ, რომელიც, ფაქტობრივად, 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი და ყველა ადამიანს შეეძლება, რომ კონკრეტულად მიუთითოს თავისი საცხოვრებელი ადგილი. დღეის მდგომარეობით, ადამიანი იტყვის, რომ ცხოვრობს რომელიღაც სოფელში და მისი მიგნება პრაქტიკულად შეუძლებელია იმიტომ, რომ არც ქუჩას აქვს ნომერი, არც სახლს და ასე შემდეგ და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება",- განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics