00:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 10:07:26, 557 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება

​ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 12 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები შედიან, რომელთა მხრიდანაც მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები, დაწერონ სტატიები საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და ექსპორტის ზრდაზე კორეის რესპუბლიკის სტრატეგიულ ბაზარზე.

„კორეელი პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის Wine21.com ორგანიზებით განხორციელდა.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისში გაიმართა დეგუსტაცია (Walkaround Tasting), რომლის ფარგლებშიც, კორეელ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის პროდუქციას. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართა კიდევ ერთი დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 15 ღვინის მწარმოებლის პროდუქცია.

ტურის ფარგლებში, კორეელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინის სახეობები.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ანალოგიური ტურებს შედეგად, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა.

კორეის რესპუბლიკა 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. მიმდინარე წლიდან, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics