02:05 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 15:09:47, 617 ნახვა

საზოგადოება
სასულიერო პირი - ტაძრებს რუსი და ოსი ხალხი გვირჩევნია

თითოეულ ტაძარს ჩვენს იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ ხალხი გვირჩევნია, - ამის შესახებ სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის გამოსახატად მისულმა დეკანოზმა, ანდრია მიდოდაშვილმა განაცხადა.

მიდოდაშვილის თქმით, საზოგადოებამ "მტრის ხაფანგებს და გამოწვევებს ქრისტესთვის სათნოდ" უნდა უპასუხოს.

"ეს მსხვერპლი, დაე, სოფელს, ჩვენსა, რუსებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში გახდეს არა დაპირისპირების კანდელი და სანთელი, არამედ კვლავ მისი მსხვერპლი სოფელს ექცეს როგორც მფარველი, სოფლის, რეგიონის მფარველი...

ჩვენ მტრის დაგებულ ხაფანგებს და ასეთ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ ქრისტესთვის სათნოდ. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ასეთი მსხვერპლი უნდა იქცეს სანთლად ურთიერთობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის. სანთლად სიბნელის განსაქარვებლად. თითოეულ ტაძარს ჩვენს იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენს ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს. ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", - განაცხადა მიდოდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics