|
2023-11-04 10:43:20, 714 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ქალაქ მარნეულში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფოტმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს ნაადრევი ქორწინების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის დანაშაულების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. "შეხვედრაზე პროკურორმა ახალგაზრდებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის ქორწინების იძულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების პროცესში დანაშაულის შესახებ საგამოძიებო ორგანოში შეტყობინების საკითხსა და მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ასევე, ყურადღება დაეთმო სტატისტიკური მონაცემების განხილვას. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ბარიერების შესახებ, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქორწინების იძულება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)