|
2023-11-03 18:35:20, 883 ნახვა
მსოფლიო
„ჰეზბოლას“ ლიდერი ნასრალა - ეს ომი არის ყველაზე დიდი ომი, რომელიც ალაჰის სახელით მიმდინარეობს
ტერორისტული გაერთიანება „ჰეზბოლას“ მეთაურმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისინი უნდა დაეხმარონ ჰამასს გამარჯვებაში და ომის შეჩერებაში. ამის შესახებ. „ჰეზბოლას“ ლიდერმა სპეციალურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. „თუ ჩვენ გვსურს ბრძოლა სრული ლეგიტიმურობით, არ არსებობს ამისთვის უკეთესი შესაძლებლობა გარდა ბრძოლისა სიონისტების წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი ომი, რომელიც იმსახურებს ბრძოლას. ეს ომი არის ყველაზე დიდი ომი, რომელიც ალაჰის სახელით მიმდინარეობს", - აცხადებს ტერორისტების ლიდერი. ნასრალა ამბობს, რომ "ჰამასის" მოულოდნელი თავდასხმა სამხრეთ ისრაელზე 7 ოქტომბერს იყო 100%-ით პალესტინელთა დაგეგმილი და კარგი მოულოდნელობა აღმოჩნდა წინააღმდეგობის ღერძისთვის, „ჰეზბოლას“ და ირანის ჩათვლით, რომლებსაც მისი თქმით, წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ოპერაციის შესახებ. მან მოუწოდა ყველა არაბულ ქვეყანას შეწყვიტონ ნავთობის გაყიდვა და გაგზავნა შეერთებულ შტატებსა და ისრაელში. ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ ლიბანის ფრონტზე ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დასაწყებად "ყველა განსახილველი ვარიანტი მაგიდაზეა" ნასრალას თქმით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში ამ დროისთვის უკვე დაღუპულია „ჰეზბოლას“ სულ მცირე 57 მებრძოლი. „თუ ამერიკას სურს რეგიონული ომის თავიდან აცილება, ღაზაზე აგრესია უნდა შეწყდეს. ვარწმუნებ ამერიკელებს, რომ რეგიონული ომის შემთხვევაში მათი ხომალდები და საჰაერო ძალები ძვირ ფასს გადაიხდიან. ამერიკელებს ვეუბნები, გაიხსენონ თავიანთი დამარცხებები ავღანეთსა და ერაყში“, - ამბობს ტერორისტების მეთაური.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)