08:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 16:44:01, 897 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბლინკენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს წინადადებას, რომ ისრაელს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ 7 ოქტომბერი აღარასდროს განმეორდება. როდესაც საქმე მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ეხება, მნიშვნელოვანია, ამისთვის ყველაფერი გაკეთდეს", - განაცხადა ბლინკენმა.

CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და ისააკ ჰერცოგმა შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ "გამუდმებით ფიქრობენ" მძევლებზე, როგორც ისრაელისა და აშშ-ის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, ტერორისტულმა დაჯუფება "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს უკვე მესამედ ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics