|
2023-11-03 14:15:02, 511 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს გაეცნო
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს თბილისი მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, ამ დროისთვის, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია - განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. „უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ასფალტის საფარის ქვედა ფენები უკვე დაგებულია. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. დაახლოებით, ორი-სამი კვირა სჭირდება, რომ ასფალტის ბოლო ფენები დაიგოს, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე გაკეთებულია ბეტონის გზა. გარდა ამისა, დამონტაჟდება ლედ სანათები, მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით გზის დამცავი კედლები ეწყობა. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)