|
2023-11-03 11:42:27, 559 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბარათით გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამატებით კიდევ 6 რეგიონშია შესაძლებელი
'საქართველოს ბანკი", როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორინეტირებული ბანკი მათ მორიგ სიახლეს სთავაზობს. 1 ნოემბრიდან "საქართველოს ბანკის" ბარათის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას უკვე რეგიონებშიც შეძლებენ. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ "საქართველოს ბანკის" sCool, Student, Mastercard ან ვიზა ბარათით გადაიხადონ ქუთაისის, გორის, ფოთის, ბაკურიანის, ბორჯომისა და თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული სიახლით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით და მომხმარებლები სტანდარტული ტარიფით ისარგებლებენ. „საქართველოს ბანკი" მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით, მომხმარებლებს მორიგი სიახლე შევთავაზეთ, ამიერიდან ჩვენი ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ უკვე რეგიონების საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანხა, ფიზიკური ან ციფრული საფულის მეშვეობით გადაიხადონ. აღნიშნული სიახლე, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ახალ პროდუქტებსა თუ სერვისებზე მუშაობას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" ბარათის გამოყენება აქამდე ისედაც შესაძლებელი იყო თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ ქალაქებში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)