|
2023-11-03 11:09:04, 554 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - გურჯაანის რეგიონულ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გურჯაანის რეგიონულ ლაბორატორიას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გურჯაანის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან ლილუაშვილი, გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ლაბორატორიაში არსებული დიაგნოსტიკის მიმართულებები, დანერგილი კვლევის მეთოდები და ლაბორატორიის სამომავლო გეგმები განიხილეს. „ჩვენ გვჭირდება ძლიერი ლაბორატორიული ქსელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით; გურჯაანში გარემონტდა ლაბორატორიის შენობა და აღიჭურვა ახალი ტექნიკით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიული სექტორი აქტიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის კონტროლს და ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. გურჯაანის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა. გურჯაანის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)