|
2023-11-02 17:25:02, 535 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად
სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად,-აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძის თქმით, არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა. „არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით, დასრულდა წარმატებით. სამივე პატიმარი არის უკვე განთავსებული შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში... მინდა, მადლიერება გამოვხატო შს მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურის, მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენი ღირსეული თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულეს ძებნის ღონისძიება. ჩვენ მთელი ამ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით უწყვეტ რეჟიმში და ეს ღონისძიება სწორედ ამ ადამიანების წყალობით დასრულდა წარმატებით... მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად“, - განაცხადა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)